News დაიჯესტი

“უფლება არ გვაქვს ,უსამართლობას შევეგუოთ”

“ეს დღეები სულ ვფიქრობ, რა გვეშველება. ფაქტია, რომ რეგრესის, ჭაობის მიმართულებით მივდივართ, მაგრამ რას ვაკეთებთ, რომ განვითარების ტემპებს დავუბრუნდეთ. Შთაბეჭდილება რჩება, რომ მუდმივად სხვის იმედზე ვართ, სხვისგან ველოდებით ხსნას, დახმარებას, ჩვენ კი საერთოდ არ ვმოქმედებთ , სახელმწიფო ხომ მოქალაქეებისაა-ანუ ჩვენი. Რატომ არ ვთხოვთ პასუხს ისე, როგორც საჭიროა, ხელისუფლებას, რომელიც უამრავ შეცდომას ნებით თუ უნებლიედ უშვებს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გვაღატაკებს უკვე უკიდურესად.

როცა ბარელის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავის ფასი პირიქით – იზრდება. ლარი ყოველ დღე უფასურდება, პური ძვირდება და საკვები, სადამდე აპირებთ პირში წყალის ჩაგუბებას.

Მოვითხოვოთ, რომ ნუ გვკეტავენ, მაგრამ ავიცრათ, მოვითხოვოთ რომ 9 საათზე ნუ ვაუკაცრიელებთ ქვეყანას, მაგრამ ნუ მივცემთ საბაბს, რომ გვაყვედრონ, ვაქცინა შემოვიტანეთ და ერი ვერ აცნობიერებს, რატომაა ეს აუცილებლობაო. Მოკლედ, დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრების რიტმი და შევუტიოთ უსაქმურ, უსამართლო მთავრობებს. Ესაა ჩვენი დანიშნულება, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ვაკონტროლოთ ზუსტად გაქსუებული ჩინოვნიკები და არა მხოლოდ კონკრეტული სკამებისკენ მიდრეკილმა უკვე ოდიოზურმა პოლიტიკოსებმა. Გამოფხიზლდით ხალხო.

დღემდე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების- მეგობრების ფინანსური, სამართლებრივი თუ მორალური მხარდაჭერით მოვედით, ამ ყველაფრის გარეშე სად ვიქნებიდით, როგორ დღეში ვიქნებოდით, და ხომ უნდა გამოვიდეთ ხელგაწვდილის პოზიციიდან, დაფიქრება გვმართებს ქართველებო, თუ არ მოვთხოვთ ჩვენივე დაქირავებულ ხელისუფალს, ჩვენთვის იმუშაოს, სულ ვიქნებით დაუსრულებელ ჭაობში. Ერში სოციალური პროტესტი უნდა გაიზარდოს, თორემ სულ ვიქნებით ადვილად სამწყემსავი ფარა.

ჩვენი წინაპრები ქვეყნისთვის და ჩვენთვის შიშველი ხელებით ბრძოლობდნენ. უფლება არ გვაქვს უსამართლობას შევეგუოთ”,- წერს ირაკლო გობაძე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close