პოლიტიკა

ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტში კუპონები მიუტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა.

„გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს ყველა მოქალაქე მილიონერები რომ გახდნენ და ბატონო რომან, ალბათ, გესმით, რომ ამაზე დიდს ვერაფერს გააკეთებთ. წამოგიღეთ ის, რაც მაშინ საქართველოს მიეცით. მინდა ეს დაგიბრუნოთ. ეს არის თქვენი მილიონები. როდესაც მოგინდებათ რაღაც ფინანსური, კრიტიკული  გამოძახილი აქეთ მხარეს, იქნებ ეს გაიხსენოთ და  იყოთ უფრო თავმდაბალი“, – განაცხადა ქანთარიამ.

აღნიშნულს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა. მან ქანთარის ხუმრობით მიმართა: “მილიონების ტრიალის გამო, კორუფციაში არ დაგვდონ ბრალი ბატონო ნუკრი”.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close