POSTS დაიჯესტი

“დედა ეკლესია კონკრეტულად მარტო საქართველოს ეკლესია კი არაა, არამედ მთელი, საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესია”- დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“სადღეისოდ ჩვენს საეკლესიო აზროვნებაში მრავალ პრობლემათაგან ერთ-ერთი მწვავე არის საეკლესიო ერთიანობის – “ერთ ეკლესიობის” – ცნობიერების რღვევა ეკლესიის წევრებში. ადამიანებში, რომლებიც ეკლესიის ნაწილად თვლიან თავს, კლებულობს განცდა იმისა, რომ ერთიანია “ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია” (მრწამსის მეცხრე მუხლი). ანუ “მართლმადიდებელი ეკლესია” ისევეა მაგალითად საბერძნეთის, რუმინეთის, ან კვიპროსის ადგილობრივი ეკლესიები, როგორც საქართველოს ეკლესია, რომ ამ ერთი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ნაწილნი ვართ ჩვენც (საქართველს ეკლესია) და არა რაღაც თვითმყოფადი, თვითკმარი ეკლესია, რომ დედა ეკლესია კონკრეტულად მარტო საქართველოს ეკლესია კი არაა, არამედ მთელი, საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესია- რომელიც არის “ერთი წმინდა” (მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია), სწორედ ის არის ჩვენი საერთო დედა ეკლესია! ადმინისტრაციული თვითმმართველობა (ავტოკეფალია) არ ყოფს და არ შლის “ერთ წმინდა” მსოფლიო ეკლესიას, სხვა ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსნი და პატრიარქნი სამღვდელო მადლისიერად (იერატიკულად) ისეთივე ზომის და ხარისხის მქონენი არიან, როგორც ჩვენი, არ შეიძლება საკუთარი (ქართული) უკეთესად და აღმატებულად გამოაცხადო სხვისი (ანუ- მოძმის) დამცირების და დაკნინების ხარჯზე. სამწუხაროდ, ეს განცალკევების გრძნობა იმდენად გამძაფრდა მრავალში, რომ კურიოზამდე მიდის საქმე, მოვისმინე ერთი პირის სიტყვა, სადაც ის განიკითხავს და ერესში მყოფებს უწოდებს რიგ მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქებს და ეპისკოპოსებს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ, მრევლში მათ სიძულვილს და განკითხვას ნერგავს. მაგრამ იქვე, 5 წუთის ინტერვალით, დიდი მონდომებით მოუწოდებს მათ არ განიკითხონ ჩვენი ეკლესიის პატრიარქი, ეპისკოპატი და სამღვდელონი. ესე იგი, სხვა ადგილობრივ ეკლესიათა იერარქიის განკითხვა და აუგად ხსენება შესაძლებელია, ხოლო ადგილობრივების არა. რა მიდგომაა?! რა ობიქტურობაა?! რა ქრისტიანობა ეს?! სადაა მრწამსისეული ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის განცდა, რწმენა და აღქმა?! თუ საქართველოს ეკლესიასა და მრწამსის “ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია”-ს შორის ტოლობა დასვეს?!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close