News დაიჯესტი
საჰაერო ბაზრის ლიდერი მალე ჩინეთი გახდება
- ნახვები596
- ლაიქები0
მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ საჰაერო ბაზრის ლიდერის პოზიციას ჩინეთს დაუთმობს. CNN Money-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტიზაციის ასოციაციის (IATA) განცხადებით, 2036 წლისთვის თვითმფრინავის მგზავრების ყოველწლიური რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, რაც ამჟამიდელ რაოდენობას ორჯერ აღემატება.
IATA-ს ვარაუდით, გაზრდილი მგზავრების რაოდენობაში 50%-იან წვლილს აზიელები შეიტანენ. ამავე პერიოდში, საჰაერო ტრანსპორტიზაციის ბაზარზე ლიდერად ჩინეთი მოგვევლინება.
IATA-ს მიხედვით, მომდევნო 20 წელიწადში აზიის განვითარებადი ბაზრები დომინირებას დაიწყებენ. ბრიტანეთს, რომელიც სიდიდის მესამე ბაზარს წარმოადგენს, 2030 წლისთვის ინდოეთი და ინდონეზია გადაუსწრებენ.