პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია დგას
- ნახვები603
- ლაიქები0
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას. კითხვაზე-რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, 23% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 9%-ნაციონალურ მოძრაობას, 4% ევროპულ საქართველოს, ასევე 4% პატრიოტთა ალიანსს.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.