POSTS დაიჯესტი
დღეს ჟურნალისტი, კოტე ინაშვილი, 51 -წლის გახდებოდა
თვითონ ყოფილმა პატიმარმა (2010-2012 წლებში) ათასობით პატიმარს აჩუქა უნიკალური, გაბედული ტელეპროექტი

- ნახვები96378
- ლაიქები1
დღეს ჟურნალისტი, კოტე ინაშვილი, 51 -წლის გახდებოდა. კოტე ინაშვილი, 2021 -წელს ავტოავარიაში დაიღუპა. ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის:
“მხიარული, იუმორით სავსე, ძალიან ნიჭიერი, ადამიანთა მოყვარული და გულშემატკივარი. წერდა-საოცრად! როგორც ჟურნალისტმა, იბრძოლა პატიოსნად და იბრძოლა ყველგან! გამოიარა აფხაზეთის ომიც, ჭუბერიც და სხვა ქარტეხილებიც. ყველაზე მძიმე პერიოდში ბუჩქებში არ მჯდარა. თვითონ ყოფილმა პატიმარმა (2010-2012 წლებში) ათასობით პატიმარს აჩუქა იმ დროისათვის უნიკალური, გაბედული ტელეპროექტი- პირდაპირ ეთერში ისმოდა პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ხმა. წითელი ბარათების აქცია მისი მოფიქრებულია. წითელი ბარათი გადაცემაში კოჰაბიტაციის ორგანიზატორებს აუწია!
ახლა თავისუფლად ვწერ მასზე, გაეხარდებოდა… არასდროს მაქებო, – გული წყდებოდა.
ჩემი კოტე- 51 “,-წერს, ირმა ინაშვილი.
პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი