News დაიჯესტი
რა გახდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი – “სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს

- ნახვები2748
- ლაიქები0
თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით “სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.
მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.