ALL დაიჯესტი
“არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცლიან და ყურადღებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ” -ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომო სასურსათო კალათა გადაეცა

- ნახვები4957
- ლაიქები0
ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომო სასურსათო კალათა გადაეცა.
კერძოდ, სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა , 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგებმა.
რაღაცნაირი განცდაა, როცა ესე მოულოდნელად შეიგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში, მითუმეტეს დღეს, როცა დიდი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, ქვეყანა და მათ შორის ჩემი პატარა ქალაქი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცლიან და ყურადღებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ… მადლობა ბატონ ირაკლი ხახუბიას”,-განაცხადა ეკა გუჯაბიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარი გადარიცხა.