News დაიჯესტი
მეცნიერებმა სიმელოტის საწინააღმდეგო პერსპექტიული წამალი აღმოაჩინეს

- ნახვები484
- ლაიქები0
ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ პრეპარატი აქტიურად მოქმედებს თმის ფოლეკულებზე და ხელს უწყობს თმის ზრდას.
წამლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ცილას, რომელიც ხელს უშლის თმის ზრდას და გამელოტების ერთ-ერთი მიზეზია.
პროექტის ხელმძღვანელის, ექიმ ნეითან ჰოკშოუს თქმით, ახლა აუცილებელია დამოუკიდებელი კლინიკური ცდის ჩატარება, რათა დარწმუნდნენ, ნამდვილად ეფექტიანია თუ არა წამალი სიმელოტის წინააღმდეგ და ასევე არის თუ არა ის უსაფრთხო.
თმა ყველა ადამიანს სცვივა. ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად 50-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს. ასეთი ცვენა ნორმაა და გამელოტებას არ იწვევს, რადგან იმავდროულად ადამიანს ახალი თმა ეზრდება. მაგრამ არსებობს ასევე თმის პათოლოგიური ცვენა, როდესაც დაკარგული თმის ღერები ახლის ამოსვლით არ ანაზღაურდება.