News დაიჯესტი
კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური ვაქცინა შეიქმნა
- ნახვები1392
- ლაიქები0
აშშ-ის ბიოვიზუალიზაციისა და ბიოინჟინერიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ნანოვაქცინა შეიმუშავეს. ნაერთი, რომელიც იმუნურ უჯრედებს აიძულებს შეუტიოს სიმსივნეს, ლიმფურ კვანძებში შეყავთ ალბუმინის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.
ვაქცინის შემადგენლობაში შედის ანტიგენები – ცილები, რომლებიც ლიმფოციტებს ავთვისებიანი სიმსივნის ამოცნობაში ეხმარება. მეცნიერებმა ანტიგენებს საღებავი Evans blue დაუმატეს, რომელიც უერთდება ალბუმინს – ცილას სისხლის შრატში და სინთეზირებულს ღვიძლში. ამ ნაერთს დაუმატეს ასევე დეენემის ფრაგმენტი, რაც იმუნურ რეაქციებს აძლიერებს.
ანტისხეულისა და საღებავის კომპლექსს AlbiVax-ი ეწოდა.
პრეპარატი უკვე გამოსცადეს რამდენიმე სახის სიმსივნეზე. ცდები თაგვებზე ჩატარდა. შვიდ მღრღნელს სამ-სამი ვაქცინა გაუკეთდა 2-კვირიანი ინტერვალებით. ექსპერიმენტის 70-ე დღეს თაგვებს სიმსივნური უჯრედები შეუყვანეს. 4 თის შემდეგ 5 მღრღნელი დარჩა ცოცხალი. გადარჩენილებს კიდევ დამატებით ერთხელ შეუყვანეს სიმსივნური უჯრედები და 6 თვის შემდეგ მათგან მხოლოდ ერთი მოკვდა.
ფილტვის კიბოთი დაავადებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნანოვაქცინა სიმსივნის სრულ რეგრესს იწვევს.