News დაიჯესტი
კობაიძე – მოვუწიდებ ხელისუფლებას მიხედეთ მოსახლეობას!!!
- ნახვები591
- ლაიქები0
“სახალხო – ხალხის ერთსულოვნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარჯანიშვილზე ჯ.კახიძის #4-ში მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
კობაიძე კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობასთან ოჯახებში შევიდა და მათ მდგომარეობას გაეცნო, როგორც კახიძის #4-ში მცხოვრებლები საუბრობენ, ისინი ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან. ადგილობრივები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. კერძოდ, კორპუსს სახურავი დაზიანებული აქვს, წვიმის დროს წყალი ბინებში ჩასდით, ამორტიზირებული შენობის გამო საცხოვრებელ სახლში ცხოვრება თითქმი შეუძლებელია. 5 სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს, მათი თქმით ადგილობრივ თვითმართველობას დახმარებისთვის განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან დახმარება და გულისხმიერება არავის გამოუჩენია. კობაიძემ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდა.