ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

“ასეთია მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული ინტერპრეტაცია”,-კონსტანტინე გამსახურდია

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის გახსნაზე:

„ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში სულ 14 თვე იყო, ეს მეტად ხანმოკლე პერიოდია პოლიტიკისთვის და მიუხედავად ამისა, რამდენი ბედის განმსაზღვრელი ამბის, გადაწყვეტილების, გადადგმული ნაბიჯის და ხდომილების დამტევია. მისი მოღვაწეობის ძირითადი და საკვანძო ამბავია დიდი ხელშეკრულების დადება ხალხსა და სახელმწიფოს შორის.

ეს ხელშეკრულება, ცხადია, მატერიალური სახით, იურიდიულ ფორმულირებებად ჩამოყალიბებული არ არსებობს, თუმცა პირობით დათქმასავით ჩადებულია სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ ხელისუფლებები და ხალხი გამოიცდებიან იმის შესაბამისად, თუ რამდენად ერთგულნი არიან ამ პირობითი ხელშეკრულებისა. ამ მხრივ გაფრთხილებად და იმავდროულად, ერთგვარ ანდერძად ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება – ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს“.

ასეთია მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული წართქმითი და უკუთქმითი ინტერპრეტაცია, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს. მისი სახელი და ბიოგრაფია კი ამიერიდან საზომია, მეტრია, რითიც ყველა გაიზომება”.

კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა სრულად ბმულზე: http://bit.ly/4m3y90m 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close