News დაიჯესტი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი,”ქუჯი 2024. ლიტერატურული კონკურს-ფესტივალს”,წარადგენს

16 ივნისს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ახალი წიგნის: “ქუჯი 2024. ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი” წარდგენა გაიმართება.

კრებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანადგომითა და მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნის ავტორები არიან “ქუჯის” ორგანიზატორები: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე. რედაქტორი მარინა თექთუმანიძე; დამკაბადონებელი დიანა დანელიანი; გარეკანის დიზაინერი ლევან პაპალაშვილი.

გამოცემაში გაშუქებულია “ქუჯი 2024”-ის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ღონისძიება.
წიგნში გამოყენებულია რეზო (ემელიანე) ადამიას, გიორგი გეგეჭკორის, დავით გუას (ბაძაღუა) და ბესიკ დუღაშვილის ნახატები. კრებულში შესულია “ქუჯის” მიერ დაწესებული პრემიების ლაურეატებისა და კონკურსის გამარჯვებულების ბიოგრაფიები და ნაწარმოებები. ცალკე თავი ეთმობა ცნობილი ადამიანების წერილებს.

აქვე გაცნობებთ, რომ 21 ივნისს 17:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში “ქუჯი 2025”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close