News დაიჯესტი

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა.

ჯული დეივისი კიევში აშშ-ის საელჩოს დროებით ხელმძღვანელად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეარჩიეს. დეივისი ამჟამად კვიპროსში აშშ-ის ელჩია და ამ მანდატსაც შეინარჩუნებს.

ჯული დეივისი მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწედ დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში და აშშ-ის მისიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ ნატო-ში. დეივისი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი. ის ასევე მუშაობდა ამერიკის საელჩოებში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. გარდა ამისა, მას ჰქონდა გამოცდილება ეროვნული უშიშროების საბჭოში და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო დატოვა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close