News დაიჯესტი
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება

- ნახვები257
- ლაიქები0
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექიანი ამინდი კი 5 მაისამდე შენარჩუნდება.
„2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე – მთელ საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.