News დაიჯესტი

რატომ იცვლება აღდგომის თარიღი

აღდგომის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მისი თარიღი ყოველ წელს იცვლება.

თუ გაინტერესებს, როდის აღნიშნავს საქართველო აღდგომას 2025 წელს და რატომ იცვლება მისი თარიღი ყოველ მომდევნო წელს, ამ ყველაფერს ბლოგიდან შეიტყობ.

2025 წელს მართლმადიდებლური აღდგომა საქართველოში 20 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი დამოკიდებულია იულიუსის კალენდარზე და მთვარის ფაზებზე, რის გამოც აღდგომის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.

რატომ იცვლება აღდგომის თარიღი

 

აღდგომის თარიღი არ არის მუდმივი, რადგან ის დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • აღდგომა ყოველთვის აღინიშნება პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას მოჰყვება.
  • მართლმადიდებელი ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს, ხოლო კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები – გრიგორიანულს. ამიტომ, მართლმადიდებლური აღდგომა ხშირად განსხვავებული თარიღით აღინიშნება, ვიდრე კათოლიკური აღდგომა.

როგორ აღინიშნება აღდგომა საქართველოში

როდის არის აღდგომა

საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით აღინიშნება. ეს ტრადიცია მოიცავს:

  • წითელი კვერცხების შეღებვას, რადგან ვერცხი აღდგომის სიმბოლოა და სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებს.
  • ოჯახის წევრების, მეგობრების შეკრებას და კვერცხების მტვრევას.
  • საეკლესიო მსახურებებს – ღამისთევით წირვას, რომელიც აღდგომის ღამეს ტარდება.
  • ტრადიციული კერძების მომზადებას.

რას ნიშნავს აღდგომა ქართველებისთვის

 

აღდგომა საქართველოში არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ოჯახის, მეგობრობის და ტრადიციების დღესასწაულია. ეს დღე სიმბოლოა იმედის, სიხარულის და ახალი სიცოცხლის დასაწყისის.

თუ გინდა, რომ 20 აპრილს აღდგომის დღესასწაული სრულად შეიგრძნო, არ დაგავიწყდეს ტრადიციების დაცვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაზიარება!

გილოცავ მომავალ აღდგომას!


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close