News დაიჯესტი
ირაკლი კობახიძე – ევაკუაცია, როგორც ჩარევის ზომა, ნაკლებად აქტუალურია, უნდა შევიდეთ ყველა სოფელში და მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება

- ნახვები18194
- ლაიქები0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა,რომ დასახული გეგმის მიხედვით ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა ,მისი თქმით, უკლებლივ ყველა სოფელში მოსახლეობას ადგილზე უნდა გაეწიოს დახმარება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა გზის გაწმენდა სოფლებში და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში, რათა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.