News დაიჯესტი

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

„ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მიიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ „მაიდანის“ სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავიანთი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენს ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და, ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის, და არამარტო საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს“.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close