News დაიჯესტი

ირაკლი კობახიძე-ჩვენი გზავნილები ემთხვევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისას და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს

„ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს. კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა – არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ. წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე დასძინა,რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close