News დაიჯესტი
არჩევნები ციფრულ ეპოქაში – არჩევნებზე დაკვირვების ახალი მიდგომები
- ნახვები36554
- ლაიქები3
ევროპის საბჭომ პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობით, 2023 წლის 23 მაისს, თბილისში, სამუშაო შეხვედრა თემაზე „არჩევნები ციფრულ ეპოქაში – არჩევნებზე დაკვირვების ახალი მიდგომები“ გამართა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ფრანკ დეშლერმა, და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონოსძიების მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგის ეფექტიან პლატფორმას, რათა გაგრძელდეს დისკუსიები ციფრულ ეპოქაში საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობასა და მათი როლის გაძლიერების თაობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ციფრულ ეპოქაში არჩევნებზე დაკვირვების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოებაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ არჩევენები მთელი ქვეყნის მასშტაბით ციფრული ტექნოლოგიებით ჩატარდება.
”დღევანდელი ღონისძიება არის დისკუსია იმის თაობაზე. თუ როგორ მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მონაწილეობას დებატებში 2024 წლის არჩევნებამდე და როგორ განახორციელებენ დაკვირვებას არჩევნებზე. როგორც მოგეხსენებათ, 90 პროცენტამდე საარჩევნო უბნების საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში აღჭურვილი იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანებით. ეს არის აბსოლუტური სიახლე. ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ეს ემსახურება მოსახლეობის ნდობის ამაღლებას. საკჳხი ასე დგას, როგორ მიიღებს მოსახლეობა არჩევენებში მონაწილეობას და როგორ იქნება მოსახლეობის ნდობა გამართლებული არჩევნების დროს”, – განაცხადა ნატალია ვუტოვამ.
ფოტო: www.coe.ge