News დაიჯესტი

ევროპის დღე – თბილისში

ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

ევროპის დღე 2023 “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. სლოგანმა ”ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!” გაამართლა. უამრავი სტუმარი, ღომისძიებები, ვიქტორინები და პრიზები… ავსრიის, სლოვაკეთის და ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყნების სტენდთან რიგები იდგა. უამრავი სიურპრიზი დიდებს და ბავშვებს ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და სხვა ორგანიზაციებმა დაახვედრეს.

“ქართველები ყოვეთვლის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ  გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე.

სიტყვით გამოსვლისას პრემირმა ასევე განაცხადა:  ”პირველ რიგში, მივესალმები ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშრის ელჩებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პატივცემულ სტუმრებს. მინდა ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით. კიდევ ერთხელ, მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვლის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ  გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.  მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით”.

კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოსდა ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებსკანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანიგადაწყვეტილება.

პრემიერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ყველა სტენდი დაათვალიერა. “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ,პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა: „დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ ევროპაში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროპელი ლიდერების მიერ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს ევროპას მიეკუთვნება და საქართველოს გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ ევროპული ერთიანობის, ევროპული მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა აღვნიშნოთ და ველოდებით საქართველოს! და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. გილოცავთ ევროპის დღეს”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა: დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს: ”საქართველო ევროპაა! ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი – მათ შორის, მეტი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის”.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close