News დაიჯესტი

“სად გეჩქარებათ? “იმედში” მიდიხართ?” – “არა, სასაფლაოზე” – საუბარი რომელიც რეპორტაჟში არ მოხვდა

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი იმ საუბარს  იხსენებს, რომელიც მასსა და ,,ტვ პირველის” ჟურნალისტს შორის შედგა და სიუჟეტში არ მოხვდა:

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი იმ საუბარს  იხსენებს, რომელიც მასსა და ,,ტვ პირველის” ჟურნალისტს შორის შედგა და სიუჟეტში არ მოხვდა:

,,დღეს ვნახე შავNOდარას გუშინდელი სიუჟეტი ხუთშაბათის კომიტეტების “ისტორიულ” სხდომაზე. რომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, აქტიურ პოლემიკასა და ოპონირებაში მყოფი ჩემი მეგობრების ფონზე რატომ გამოვირჩევოდი სამარისებული სიჩუმით, აგიხსნით – ჩემი ეპიზოდები სიუჟეტში არ შევიდა. ამიტომ მოგიყვებით ჩემს დიალოგებს ჟურნალისტ ქაჯაიასა და მის ზურგს უკან მყოფ რამოდენიმე ახალგაზრდა აქტივისტთან.

ზოგადად ჩვენი გამოსვლა სხდომათა დარბაზიდან ძალიან წააგავდა იმ “საზვერეების” გავლას, რაც ამჟამად (40 დღემდე) ბაჩოს უწევს – იგივე ჯოჯოხეთური და მაპროვოცირებელი ატმოსფერო, რაც იმქვეყნიურ ეშმაკებს მათ ამქვეყნიურ “ჩინურ” ვერსიებთან აიგევებს. ამ შედარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ პროვოკაციებზე წამოგების უფლება უბრალოდ არა მაქვს. მაშ ასე, ამოჭრილი ნაწილი:

ქაჯაია: “სად გეჩქარებათ? “იმედში” მიდიხართ?”

მე: “არა, სასაფლაოზე”

ქაჯაია: “ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე?”

მე: “შვილი მიწევს მანდ”

ქაჯაია: “და თქვენს შვილს მოეწონებოდა ეხლა თქვენი საქციელი?”

მე: “შეიძლება ჩაგეხუტო, გითხრა რომ მიყვარხარ და გთხოვო – სახლში რომ დაბრუნდები ცოცხალი და ჯანმრთელი, დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე!”

ქაჯაიას ზურგს უკან მაღალი და გამხდარი აქტივისტი: “რუსეთის მონა!”

მე: “შენც გთხოვ, სახლში რომ დაბრუნდები – დედას და მამას ჩაეხუტო. და თუ დაგაგვიანდება – დაურეკო და გააფრთხილო, რომ არ ინერვიულონ!”

ეს იყო ჩემი ეპიზოდი, რომელიც რატომღაც არ შევიდა სიუჟეტში…”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close