ALL დაიჯესტიNews დაიჯესტიPOSTS დაიჯესტიკვირის დაიჯესტი
არალეგალი უცხოელების გამო, ქართველი თანამშრომლები ღამის კლუბ “კრისტალიდან” გააძევეს!
ღამის კლუბი კრისტალის ანტი-ქართული სკანდალი: არაბი მომღერალი, აზიური ბომონდი და... მოტყუებული და გაძევებული ქართველი თანამშრომლები!

- ნახვები6668
- ლაიქები0
**საქართველოში არალეგალების პრივილეგია: “კრისტალში” ქართველები გააძევეს, ირანელები დაიქირავეს!**
გაიღვიძეთ! ქართველებო „კრისტალი“ – უცხოური ნების ქვეშ მყოფი სკანდალური კლუბი თბილისში ჩრდილავს არა მხოლოდ ღამის ქუჩებს, არამედ ჩვენს თვალწინ ხდება სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების გაუფასურებაც. საუბარია ახლად გახსნილ ღამის კლუბ „კრისტალზე“, რომელიც მხოლოდ მისი ბრწყინვალე ფასადით არ გამოირჩევა, არამედ სკანდალებითა და ქართველ მოქალაქეთა მიმართ ღია უპატიოსნობით და უპატივცემობით.
**ქართველი სტაფი – უბედური მსხვერპლი:** საიდუმლო წყაროების მიხედვით, კლუბის გახსნამდე მასთან სამუშაოდ მიიწვიეს ათობით ქართველი მიმტანი, ბარმენი და ადმინისტრატორი. ადამიანებმა დატოვეს წინა სამუშაოები, გაიარეს სასწავლო კურსები და მოემზადნენ გახსნისთვის. სანაცვლოდ კი მხოლოდ **მოტყუება** ელოდათ.
ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა ამ კლუბის სტაფის ქართველ მენეჯერს, რომელიც ასევე მოატყუეს და აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ დღეებში მასთან ვრცელ ინტერვიუს.
გახსნის წინა დღეებში უმეტესობა მათგანი **ახსნაგანმარტების გარეშე დაითხოვეს**, „პერსონალის რეორგანიზაციის“ ან „სტრატეგიის შეცვლის“ მიზეზით. მათი ადგილი მყისიერად დაიკავა ახალმა, **ძირითადად ირანული წარმომავლობის პერსონალმა**. უბრალო, პატიოსანი ქართველები დარჩნენ უსამართლოდ მოტყუებულნი და გაბითურებულნი
**არალეგალური სამუშაო ძალა – სისტემური პრობლემა?** ჩნდება გადამწყვეტი კითხვა: **რატომ ვაპარპაშებთ არალეგალებს საქართველოში?** როგორ შეუძლია ახალგახსნილ კლუბს სრულიად ახალი, აშკარად არალეგალური სამუშაო ძალით (ირანელი მოქალაქეების უმრავლესობას უბრალოდ არ აქვთ საქართველოში სამუშაოს უფლება) ჩანაცვლება? სად არის შრომის ინსპექცია? სად არის იმიგრაციის სამსახური? ეს შემთხვევა არა მხოლოდ „კრისტალის“ სკანდალია, ესაა **ჩვენი სახელმწიფოს უუნარობისა და უდანაშაულობის მაღალი მაჩვენებელი**, როცა საქმე უცხოელი არალეგალების სამუშაოდ ჩართვას ეხება.
**გახსნა – ქართული კულტურის ჩაგვრის ფესტივალი?** გახსნის ღონისძიება კი ცალსახა სიმბოლო გახდა. მასპინძლობდა **არაბი მომღერალი** თავისი მოცეკვავეებით, ხოლო ვიპ-საზოგადოება წარმოდგენილი იყო **„არალეგალური აზიური ბომონდით“** (როგორც წყაროები ამბობენ). ქართული მუსიკა? ქართველი შემსრულებელი? ქართველი სტუმრები ვიპ ზონაში? **არაფერი.** შეგნებულად თუ უგუნურად, გაიმართა **ანტი-ქართული მესიჯის მქონე ღონისძიება**, სადაც ქართველები მხოლოდ მომსახურე როლში იყვნენ დატოვებული, ხოლო ყურადღების ცენტრში – უცხოელი შემსრულებლები და არალეგალი სტუმრები.
**ჩვენი ქვეყანა – ჩვენი წესები?** „კრისტალი“ არა მხოლოდ კლუბია, ეს **სიმბოლოა.**ანტი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს დედაქალაქში, ქართველები უფრო და უფრო ხშირად გადიან მეორეხარისხოვან როლში. ვინ აკონტროლებს ამ ღამის კლუბებს? **ვის ნებაზეა ყველაფერი?** რატომ უნდა შეეგუონ ქართველები გადაგდებას და განუკითხავობას, რომ მათი სამუშაო ადგილები უცხოელი არალეგალი პერსონალით ჩაანაცვლონ? რატომ უნდა ვიყოთ იმის მოწმე, თუ როგორ ხდება ქართული კულტურა დასაცინი და ქართველი პროფესიონალი კადრი გადაგდებული და მოტყუებული ამ დაწესებულებებში **?**
**დროა გავიღვიძოთ!** ეს არა მხოლოდ ერთი კლუბის ისტორიაა. ესაა **გამომწვევი განგაშის ზარი** მთელი საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და შესაბამისი ორგანოებისთვის. მოვითხოვთ:
1. **სრული გამოძიება** „კრისტალის“ პერსონალის დასაქმებისა და ქართველი თანამშრომლების მოტყუების შესახებ.
2. **მკაცრი ზომები** შრომისა და იმიგრაციის კანონების დარღვევისთვის – როგორც კლუბის, ასევე ყველა მსგავსი დაწესებულების მიმართ.
3. **ქართველი პროფესიონალების დაცვა** და მათი უფლებების გარანტირება და სრული ფინანსური კომპენსაცია.
4. **ქართული კულტურისა და ვარსკვლავების პრიორიტეტი** საკუთარ ქვეყანაში.
5. ყველაზე მთავარი დაკანონდეს და კლუბების მფლობელებს დაევალოთ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება, თუ უნდათ, ნახევარზე მეტი სტაფი უნდა დასაქმდნენ ქართველები და ასევე ყველა მენეჯერული პოზიციაც ქართველმა სტაფმა უნდა დაიკავოს. ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას და პარლამენტს მიიღოს შესაბამისი კანონი და ამით დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები.
**საკუთარი ქვეყნის უარყოფა დასაწყისში უმნიშვნელოდ იწყება. „კრისტალის“ სკანდალი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ჩვენი სამშობლო – ჩვენი წესები. ჩვენი სამუშაო ადგილები – ჩვენი ქართველი პროფესიონალები. დროა აღვადგინოთ სამართლიანობა და ეროვნული ღირსება!**
**გააზიარეთ ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ, ვისაც ქართული სული ტკივა და უსამართლოდ დაჩაგრული ქართველების ბედი აწუხებს!