News დაიჯესტი

ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი!

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close