News დაიჯესტი

30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანის დაღუპვის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  – ამის შესახებ  პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში მომხდარი ფაქტის გამო.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”. – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდიაცვალა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close