კატეგორიის გარეშე

რატომ ტოვებენ ნაც-მოძრაობის პარტიის წევრები საქართველოს ?!

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში  საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია. წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი.ადამიანები კი  შესაბამისად ,ამჯობინებენ წასვლას იმ ქვეყნებში, სადაც ანაზღაურება  მაღალია.

თუმცა, როგორც ჩვენი რესპოდენტი, 1986 წელს დაბადებული, ალექსი გელაშვილი, (წარსულში ალექს თამამიანი)  გვიყვება; მხოლოდ  დაბალი და მიზერული ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მიგრაციის მიზეზი,არამედ: ხშირად შოვინიზმი და სიტყვის თავისუფლებაც კი.

ალექსი გელაშვილი ამბობს, რომ ის დედის გვარზე გადავიდა  იძულებით, რადგან საქართველოში დასაქმების დროს ჯერ კიდევ შეიმჩნევა ფატქები როცა გვარის და მისი ეროვნების გამო შექმნია შეფერხება, ნორმალური ანაზღაურებადი სამსახურის დაწყებისას.

რის გამოც, როგორც რესპოდენტი ყვება, ის იძულებული გახდა თავისი გვარი  თამამიანიდან, გადასულიყო დედის გვარზე გელაშვილზე.

ამას ემატება ისიც, რომ ის გახლავთ ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წევრი:

„დღევანდელი ხელისუფლებისგან ვარ ყველანაირად შეზღუდული, ასევე ხშირად,გამოყოფენ შოვინიზმს,ჩემს  გვართან დაკავშირებით და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ვარ ნაციონალურ მოძრაობაში, ფიზიკურად შეუძლებელია მუშაობის დაწყება, ზედმეტია ამაზე ლაპარაკიც კი „.

როგორც ალექსი გელაშვილი გვიყვება და ფოტო მასალას გვაწვდის, ის ძალიან  აქტიურად ესწრება ოპოზიციურ გამოსვლებსა თუ მიტინგებს,სადაც, არაერთხელ მოხვედრილა შეხლა-შემოხლაშიც,სადაც დანითაც კი მიუღია ჭრილობა.

მისი თქმით, ის ასვე ესწრებოდა 20 ივნისის, ე.წ გავრილოვის ღამეს, სადაც მისი თქმით, რეზინის ტყვიებიც კი მოხვდა,თუმცა ჯინსის  ქურთუკმა დაიცვა და  როგორც თავად ხსნის, სიცოცხლისთვის საშიშ ადგილაა არ მოხვედრია.

ის რომ სტატისტიკა საქართველოდან ახალგაზრდების და შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინების ძალიან მაღალია, ამას თავად სტატისტიკის სამსახურიც ადასტურებს.

თუმცა ჩვენი რესპოდენტის შემთხვევა ადასტურებს, რომ ზოგ შემთხვევაში შოვინიზმიც კი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი.  მისთვის  ამ შემთხვევაში სოხმური წარმოშობა, რის გამოც, იძულებული გახდა, დედის გვარზე გადასულიყო.

 რასაც მის შემთხვევაში, თან ერთვის, ოპოზიციური პარტიის , ნაციონალური მოძრაობის, აქტიური წევრობა და როგორც თავად ამბობს, ხშირად გამხადარა ძალადობის მსხვერპლიც.

 ამიტომ, მისი განმარტებით, მას ამ ქვეყანაში კი ძალიან უნდა ცხოვრება, მაგრამ არსებობის საშუალება არ ეძევა და იძლებულია დატოვოს იგი!


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close