News დაიჯესტი

ექსკლუზივი:გმირი ანასტასია ტიხაია და მისი ოთხფეხა მეგობრები

ანასტასია ტიხაიას ფოტო, სადაც ის გადარჩენილ უსახლკარო ძაღლებთან ერთად არის აღბეჭდილი,  მსოფლიოს წამყვანმა მედია გამოცემებმა დაბეჭდეს. ამ 20 წლის მამაცმა გოგონამ უკრაინის ქალაქ ირპენიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ოცამდე ცხოველი გამოიყვანა.

 

ანასტასია ტიხაიას და სხვა უკრაინელების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ომშიც კი ყოველთვის არის ადგილი სიყვარულისთვის და არ შეიძლება შინაური ცხოველების მიტოვება, რადგან მათ  ჩვენი დახმარება და მოვლა სჭირდებათ.

ამერიკელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ოკიკონემ ანასტასია მაშინ გადაიღო, როდესაც ის  ქმართან არტურ ლისთან ერთად ირპენიდან 15 ძაღლი გამოიყვანა.

ჩვენთან საუბარში ანასტასია იხსენებს, რომ ზოგიერთ ინვალიდ ძაღლს გადაადგილება უჭირდა და მათი ხელით ტარება საჭირო იყო. მოგვიანებით ირპენში ანასტასია იმ შინაური ცხოველების გამო დაბრუნდა, რომლებიც ევაკუაციის დროს შეშინდნენ და გაიქცნენ. ერთ-ერთი გადარჩენილი – ბიგლი ზევსია, რომელიც ანასტასიას სახლთან ელოდა. სჯეროდა, რომ იგი  არ მიატოვებს და დაბრუნდება.

ანასტასიას ოთხფეხა მეგობრები  სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულები არიან, ხოლო მათი გადამრჩენენლი ნამდვილი გმირი გახდა. მას საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მის Facebook-ის გვერდზე კომენტარებს ხშირად ტოვებენ.

 

ჩვენთან საუბრის დროს ტიხაია აღნიშნავს:

– ძაღლებმა გადაადგილება მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხეს. პირველი

ოცი წუთის განმავლობაში მათ წამოსვლა არ უნდოდათ. მერე ყურადღება ჩემზე და ჩემს ქმარზე გადაიტანეს და გამოგვყვნენ. სამწუხაროდ, ამ მოგზაურობის დროს 4 ძაღლი დაიკარგა.

ძაღლების ევაკუაციის შესაძლებლობას ევროპის ქვეყნებში განიხილავთ?

– ევაკუაციას ევროპაში მხოლოდ ცხოველებისთვის განვიხილავთ, ჩვენ ამჟამად

ვცდილობთ ისინი გერმანიაში, ესპანეთში გავაგზავნოთ, რადგან იქაური საქველმოქმედო ფონდები გამოგვეხმაურნენ. ძაღლების მიღება კერძო  თავშესაფრებს შეუძლიათ. მე და ჩემი ქმარი არსად არ ვაპირებთ წასვლას. ჩვენ კიევში ვართ.

ცხოველების ევაკუაციით მოხალისე ორგანიზაცია «Плюшка» (“ფუნთუშა”) არის დაკავებული. ისინი ფონდებს ეძებენ, ჩვენ კი ძაღლებს მანქანაში ვსვავთ და ვაგზავნით.

გაგვაცანით თქვენი ოთფეხა მეგობრები.

– ჩვენი ყველა ძაღლი განსაკუთრებულია. ფოტოზე არიან ინვალიდები, რომლებსაც

უკანა ფეხები არ უმეშავებთ. მათთვის ეტლები შევუკვეთეთ, ლვოვში გაკეთდა. მაგალითად, შპიცს სტიოპას მანქანამ გადაუარა. ”მთვარესაც” ასევე მანქანა დაეჯახა, მას არ აქვს ერთი უკანა თათი. ჩვენ გვყავს ძაღლი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით, ზოგჯერ აგრესიულია, მაგრამ ძალიან საყვარელი ბიჭია .

ჩვენ ასევე გვყავს ”მოხუცი”, ის 15 წლისაა. საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა ირპინიდან კიევამდე. გზის ბოლოს დასჭირდა დახმარება. ქმარმა ხელში აიყვანა, ძაღლი ორივე უკანა ფეხის გარეშეა. ახლა ის სარეაბილიტაციო ცენტრშია და საზღვარგარეთ გამგზავრებას ელოდება. ძირითადად, ყველა ძაღლს აქვს საკუთარი მახასიათებლები. ჩვენ გვაქვს ჰიპერაქტიური ძაღლები, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

 

ნასტია, თქვენს ქალაქში ბევრი უპატრონო ძღლი დარჩა?

– დიახ, ბევრი მიტოვებული ძაღლია. გუშინ ვიყავი ირპენში, ჩემ ”ბიგლთან” მივისწრაფოდი, რომელიც ევაკუაციის დროს გაიქცა. ვიცოდი, რომ ის სახლში იჯდა, ამიტომ უნდა წამომეყვანა. დიდ შოკში ვიყავი. იქ ბევრი ჯიშიანი ძაღლი არის. ეს უბრალოდ კოშმარია. ჩვენ ვისაც შევძელით, ვაჭამეთ, სამი ძაღლი, რამდენიც მანქანაში დაეტია, წამოვიყვანეთ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში სხვებსაც წამოვიყვანთ…

რაც შეეხება კვებას, ნასტია განმარტავს, რომ ზოომაღაზიებში პატარა არჩევანია, და ძირითადად ჰუმანიტარული დახმარების იმედი აქვთ.

ანასტასია ტიხაიამ ყველა ძაღლი, რომელიც ირპენიდან გამოიყვანა და გადაარჩინა, უკვე დააბინავა. ის რამდენჯერმე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და დღესაც ცხოველების გადარჩენით არის დაკავებული. უსახლკარო ძაღლების დახმარებას აგრძელებს და თან უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებს.

 

თუ მკითხველს აქვს დახმარების შესაძლებლობა, მაშინ შეუძლია

თანხა ანასტასია ტიხაიას მეუღლეს ანგარიშზე ჩარიცხოს

 4441114447574342 Monobank VISA  Artur Lი

Tel. +380980681366 Anastasia Tikhaya

Pay Pal anastarie63@gmail.com

 

ესაუბრა მირანდა ოგანეზოვა

 

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close