პოლიტიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა

საქრთველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია ასევე განთავსებულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის თანახმად, პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ეწვევა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close