პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: კონსტიტუციას ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ

„ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება  ამ კონსტიტუციით“,-ამის შესახებ  თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე  წერს.

„არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვის როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს.

განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის სწორედ ეს არის.

ჩვენ მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატოს კარზე. პარტნიორებმა კარი გააღეს და გვითხრეს აქ რომ შემოხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთი  გახდებით დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო.

ხოდა 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერც ერთ თაობის ქართულმა მმართველმა პარტიამ  ( ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა. თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში.

ჰა, შეუტიეთ ეხლა ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი.

ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატოში და არც პარტნიორებთან.

ეს არის ბილეთი უკან საბჭოთა კავშირში.

და ჩვენ ვწყვეტ ჩვენს ბედს და მომავალს. როგორც თავად გადავწყვეტთ ზუსტ ისე ჩაივლის დანარჩენი ცხოვრება“,-წერს ხიდაშელი.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close