News დაიჯესტი

კალაძე: ზაჰესის ხიდის ჩანგრევაზე დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook Live-ით მოქალაქეებს ზაჰესის ხიდთან დაკავშირებით მიმართა. ის ხიდზე საარჩევნო შტაბის უფროსთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

კახა კალაძის თქმთ, ბოლო დღეებია მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩანგრევაზე, “ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა, რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ”, – თქვა კალაძემ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ხიდი კი არ ჩაინგრა, არამედ გზის “მცირე მონაკვეთი, რომელიც წყლის მილსადენმა დააზიანა”.

“მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო GWP-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით GWP-ს. ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, – თქვა მერობის კანდიდატმა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში პოლიტიკა “ახალ საფეხურზეა გადასაყვანი”.

“„ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები, მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ზაჰესის ხიდის ჩანგრევაზე ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა. თბილისის მერიის განცხადებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

ზაჰესის ხიდის 28 ივნისსაც ჩაინგრა, მაშინ ხიდი მარცხენა ფლიგელი დაზიანდა.

გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close