კატეგორიის გარეშე
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა

- ნახვები9403
- ლაიქები0
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, საკუთარი უფლებების შესახებ, სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. ,,პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.

