News დაიჯესტი
პენსია 500-600 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან, საწვავის ფასის 80 თეთრით შემცირება- სააკაშვილის გადაწყვეტილებამ მთელი საქართველო აღაფრთოვანა
- ნახვები4350
- ლაიქები0
“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე შეიმუშავა და 4 პუნქტს ასახელებს:
“საწვავის ფასის მიმნიმუმ 80 თეთრით შემცირება როგორ უნდა მოხდეს – იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება.როგორ უნდა იყოს უზრუნველჰყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან.
ამ პირობებში შესაძლებელია პენსია გახდეს 500-600 ლარი
მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომ მათ ჰქონდეთ უზრუნველჰყოფილი სწავლის შესაძლებლობა.”