ALL დაიჯესტი

თბილისი -კულტურათა გზაჯვარედინზე !

1922–1936 წლებში თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) —ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი

თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია.  თბილისიმდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთითივრის ზეგნის ჩრდილოდასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კითრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.თბილისისთვის სახასიათო ნიშაა ეკლექტიკა. აქ მრავალი სხვადსხვა ეპოქისა თუ ხასიათის კულტურა იყრის თავს და საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველო გახლავთ სახელმწიფო ევროპისა და აზიის საზღვარზე, კავკასიის ქედის გასწვრივ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთაღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი.

ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

მე მაშინ გავხდი ევროპელი როცა მივიღე რელიგიად ქრისტიანობა „-ეს არის ფრაზა რომელსაც მაშინ იშველიებენ როცა ქართველის და საქართველოს ევროპულობაზე ვსაუბრობთ.

თუმცა, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. . IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. . I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამ უფრო ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი.

ქრისტიანობა მარტოოდენ რელიგიური აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, ქვეყნის გაქრისტიანების შესახებ, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ნიშნავდა საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

 ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა აღმოსავლურ ზოროასტრულ სამყაროს. მთელი ათას ხუთასი წლის განმალობაში ქრისტიანობა იმ პატრუქს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენში დასავლური კულტურის სხივებით ანათებდა.

და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.

კავკასიის ხელში ჩასაგდებად ყოველთვის უპირისპირდებოდა ერთმანეთს ორი ან მეტი დიდი ძალა. ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება.

ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ეფინება აღმოსავლური კულტურის ნიშნებ.

 ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული წარწერები და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილს.

 ქრისტიანულმა რელიგიამ კი საქართველოსა და აღმოსავლეთს შორის დიდი ნაპრალი გააჩინა.

ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო საბოლოოდ გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.

 

თუკი ქვეყნის გაქრისტიანება ერთის მხრივ ნიშნავდა საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას, მეორეს მხრივ ის არ იყო მხოლოდ რელიგია ქართველისთვის ისე ასევე სახელმწიფოებრიობასთან ასოცირდებოდა, თუმცა , ქვეყანა ოდითგანვე გამოირჩეოდა და ცნობილი გახლდათ თავისი ტოლერანტობით ყველანაირი აღმსარებლობის მიმართ , საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 ივლისს დაჩქარებული წესით, ინიცირებიდან   5 სამუშაო დღეში, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.

თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა.

იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

 ხოლო მისი დედაქალი თბილისი კი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად  იყო  ამიერკავკასიის  სფსრ დედაქალაქი. ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ მოვლენას საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.

ისინი რუსთაველის გამზირზე, თბილისში პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს. მარო მაყაშვილი, 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად დაიღუპა, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და გასაბჭოების წინააღმდეგ, იგი პირველი ქართველი ქალბატონია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ.

სიმბოლურია რომ თბილისში კვლავ ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს, მომხდარი სისხლიანი მოვლენებისას,( რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა) , მათ შორის უმეტესი გახლდათ ქალბატონები.

საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ დააჩქარა მაშინ საბჭოთა კავშირის დანგრევა, რასაც მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოყვა უარყოფითი და მკაცრი გამოხმაურებები.

 ფაქტიურად გამომდინარე იქედან, რომ დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმეტესობა ქალბატონები გახლდნენ, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში უდიდესი როლი ითამაშა ქართველმა ქალმა. საქართველომ დამოუკიდებლობა კი 1991 წელს კვლავ მოიპოვა.

სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. ხოლო ეს მკაცრი ეკონომიკური კრიზისი კი დაძლეულიიქნა ძირითადად ევროპაში წასული ემიგრანტი ქართველი ქალბატონების მიერ გამოგზავნილი ფინანსებით .

რასაკვირველია,თბილისი  როგორც დედაქალი ის ყოველთვის აქტიური პოლიტიკურიეკონომიკური მოვლენების ეპიცენტრის ადგილი გახლდათ, არამხოლოდ საქართველოში არამედ შეიძლება, ითქვას კავკასიის რეგიონშიც კი.

ისტორიული წყაროებით ,თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში კი იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ.ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.

VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლის, დარბევისა და დაპყრობის ობიექტი გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. 1735 წელ ნადირ შაჰის მიერ დაპყრობილი თბილისი 1748 წელს ერეკლე II-მ გაათავისუფლა. ამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა, დღესდღეობით კი შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არამხოლოდო საქართველოს დედაქალაქია,არამედ,  კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის ( ბაქოთბილისიჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქოთბილისიერზერუმის გაზსადენი ).

მოამზადა რუსა გვაზავა 

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close