News დაიჯესტი
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტი ძვირდება !
იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება
- ნახვები4131
- ლაიქები0
თბილისის მერმა კახა კალაძემ 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის ახალ წესებზე ისაუბრა:
მაგალითად, თუ აქამდე 50-თეთრის ერთჯერადად გადახდით შესაძლებელი იყო 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, “მარშრუტკა”), ახლა ფასი ორმაგდება და 1 ლარის გადახდა იქნება საჭირო. თუმცა შემოდის ერთწლიანი გადახდის სისტემაც.
გადახდის ახალი წესით, მოქალაქეების ნაწილისთვის ძვირდება მგზავრობის ღირებულება.
სამგზავრო აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
სააბონემენტო პაკეტები ასეთი იქნება:
- ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი – ფასი იქნება 1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – ფასი იქნება 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – ფასი იქნება 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი ბარათი – ფასი იქნება 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – ფასი იქნება 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – ფასი იქნება 150 ლარი;
- ულიმიტო 1-წლიანი ბარათი – ფასი იქნება 250 ლარი.
იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.
- უფასო – დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
- 10 თეთრი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
- 20 თეთრი – დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.