კატეგორიის გარეშე
“სამწუხაროდ, ამ უამრავი პრობლემის ფონზე, საზოგადოების ნაწილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქეების მიმართ ძალადობით დაკავდა, თითქოს სხვა საქმე არ გვაქვს”
- ნახვები8868
- ლაიქები0
ირაკლი გობაძე ბოლო დროს, თბილისში,რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ეკონომიკური დეგრადაცია, მიკერძოებული მართმსაჯულება, უმუშევრობა უამრავი სოციალური პრობლემა და რაც მთავარია- ოკუპაცია, ესაა იმ უდიდესი გამოწვევების მცირე ჩამონათვალი, რომლის წინაშეც წლებია ვდგავართ და თითოეული ჩვენგანი ერთიანი მონდომებით უნდა ვცდილობდეთ მათ გადაჭრას ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.
სამწუხაროდ, ამ უამრავი პრობლემის ფონზე საზოგადოების ნაწილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქეების მიმართ ძალადობით დაკავდა, თითქოს სხვა საქმე არ გვაქვს.
ამ მძიმე ვითარებაში კიდევ უფრო უპასუხისმგებლო და წამახალისებრლი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა, დიახ, მისი განცხადება ახალისებს მოძალადე ჯგუფებს” .