News დაიჯესტი

ე.წ. კომენდანტის საათის დროს წყალტუბოში, სასტუმრო “არგო” დაარბიეს

წყალტუბოში, სასტუმრო “არგო” დაარბიეს, – ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

შემთხვევა წუხელ,  ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდნენ.

ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვრიეს. დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close