News დაიჯესტი
ცნობილი იურისტი იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეულ ოთხ მოსამართლე წევრს ულოცავს
- ნახვები4609
- ლაიქები0
ცნობილი იურისტი იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეულ ოთხ მოსამართლე წევრს ულოცავს.
აი, რა შეფასებას აძლევს პაატა შავაძე თემურ გოგოხიას, გოჩა აბუსერიძის, ლევან მიქაბერიძისა და ბადრი შონიას მოღვაწეიბას ქართულ მართლმსაჯულებაში:
“დიდი სიყვარულითა და უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ოთხივეს! ერთმანეთზე საუკეთესონი და საოცრად მაგარი , პროფესიონალი კოლეგები ჩემი! სასამრთლო არ გვაქვსო რომ ჩაგვძახით ზოგიერთები, როცა მართლა არ გვქონდა სასამართლო მაშინ რატომ არ იღებდით ხმას! დღეს, მე ერთ ადვოკატს, მომეცა შესაძლებლობა -კვირა არ გავა, ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებლები არ დავაყენო! სასწაულებს ვახდენთ ხოლმე ის კი არა და… ყაჩაღობებზე, მკვლელობებზე, გაუპატიურებების საქმეებზე.. ბრწყინვალე შედეგებს ვდებთ.. რამდენს ვაჩუქე თავისუფლება და რამდენი ადამიანის გული გავახარე.. ! კარგით რა.. შედარებაც არ შეიძლება ხალხნო.. დღეს მე, როგორც არასდროს ისე მიყვარს სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობა, სულ ვკირკიტებ, სულ სიახლის ძიებაში ვარ, სისხლის სამართლის საქმის ერთ ფურცელსაც არ ვტოვებ დეტალური ანალიზის გარეშე.. მუშაობა უნდა იცოდე ადვოკატმა და შენი საქმე უნდა გესმოდეს პროფესიონალურ დონეზე, არ უნდა შეგეზაროს შრომა და შედეგიც გექნება! დღე და ღამ ვშრომობ მე! როგორ გეკადრებათ კაცო! ელემენტარულებზე ვერ ბედავდა მოსამართლე არათუ გამამართლებლის გამოტანას, სასჯელის შემსუბუქებასაც კი… შიშით ღამეები არ ეძინათ… კარგით რა… გვყვანან მონებიც, საშინლად ბნელი აზროვნების მოსამართლენი, გეთანხმებით, ვერ მოიშალეს წარსულის გადმონაშთი მავნე ჩვევები , სულ მაგათ მხილებაში ვარ, ფაქტებიც დევს არაერთი, მაგრამ სასამართლო არ გვაქვსო, ასეთი შეფასება ნამეტნავად გადაჭარბებულია!!”