სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 50 წელი – სიბერე ახლა 75-80 წლიდან, ანუ 25 წლით გვიან იწყება! მართალია, მეცნიერები აქამდე ადამიანის ცხოვრებას სამ ნაწილად – ახალგაზრდობად, ზრდასრულობად და სიბერედ ყოფდნენ, მაგრამ ახლა, ზრდასრულობა 50 წლის შემდეგ იწყება და ცხოვრების სრულად განსხვავებულ პერიოდს მოიცავს, რომელიც მანამდე უბრალოდ არ არსებობდა. რა უნდა იცოდეთ ზრდასრულობის შესახებ პერიოდი დაახლოებით 25 წელს გრძელდება 50-დან 75 წლამდე. მოძველებული მოსაზრება, თითქოს ამ ასაკში ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები „ბლაგვდება“ – მცდარია, რადგან სინამდვილეში, ზრდასრული ისევე აქტიურად მოქმედებს და აზროვნებს, როგორც ახალგაზრდა. ზრდასრულობა ცხოვრების ყველაზე კომფორტული პერიოდია, რადგან ჯანმრთელობას, შესაძლებლობებს და გამოცდილებას აერთიანებს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანი სწორედ 65 წლის ასაკში გრძნობს თავს ყველაზე ბედნიერად. ის, ვინც ახლა 55-65 წლისაა, კაცობრიობის ისტორიაში პირველი გადის ე.წ. „ზრდასრულობის პერიოდს“, რადგან მანამდე ამგვარი პერიოდი უბრალოდ არ არსებობდა. ადამიანი ნაკლებად აცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება წინაპრების შედგენილი პროგრამით ცხოვრობს, თუმცა, მათ არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება, რადგან არაფერი იცოდნენ აქტიურ ცხოვრებაზე 50 წლის შემდეგ, ახალმა თაობამ კი, მართალია დამატებითი 25 წელი მიიღო, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყენოს, ამიტომ ბევრი ნებით თანხმდება „დროზე ადრე დაბერებას“ და კარგავს საუკეთესო წლებს. ასე რომ, თუ 50 წელი შეგისრულდათ, იცოდეთ, რომ წინ უსაზღვრო შესაძლებლობები, ახალი შთაბეჭდილებები და რომანტიკული განცდები გელით, მთავარია, მოინდომოთ და არ აჰყვეთ სტერეოტიპებს.