ALL დაიჯესტი

“მეზღვაურობა ის პროფესიაა, სადაც ნაკლები თანხა იდება ვიდრე მოგებას ნახულობენ”,-კაპიტანი ანზორ დიასამიძე  

რა პერსეპქტივები აქვს საქართველოში როგორც  ერთ-ერთ საზღვაო ქვეყანაში  მეზღვაურის პროფესიას და ზოგადად ქართულ ეკონომიკაში მათ ღვაწლზე  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე  შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე   გვესაუბრება.

”ჩვენ გვაქვს სურვილი ჩვენი ხალხი დავაყენოთ ფეხზე და ჩვენს ქვეყანას  დავემხაროთ, გარდა პრესტიჟულობისა , მეზღვაურებს ფული შემოაქვს სახელმწიფოში.  ელემენტარუალდ 15 ათასი მეზღვაური რომ ავიღოთ  საშუალოდ  მათი ხელფასი თვეში შეადგენს 3000 დოლარს  რაც ჯამში  თვეში  45 მილიონია და ეს რომ გავამრავლოთ 12- ზე გამოვა 5 -მილიარდ 400 მილიონი, სად იშოვება ?”,-  კითხულობს  ანზორ დიასამიძე.

ბათუმის საზღვაო ცენტრის, „ანრისდირექტორი, საზღვაო კაპიტნების ფედერაციის ასოციაციის წევრი, ღირსების ორდენის მფლობელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანზორ დიასამიძე  იქვე დასძენს, რომ : ,,ვამაყობ იმით, რომ ჩემი პროფესია მომავალი თაობების აღზრდას მივუძღვენი, მე კარგად ვიცი რაოდენ რთულია  და საპასუხისმგებლოა მეზღვაურთა პროფესია, ვინაიდან დიდი პერიოდი გავატარე ზღვაში. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ სტუდენტს.“

სანამ საზღვაო ცენტრის, „ანრისდირექტორი და დამფუძნებელი გახდებოდა მრავალწლიანი პროფესიული გზა განვლო და ახლა მომამავალი თაობებს უზიარებს მის მიერ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას .

”შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვარ . 1971- წლიდან მეზღვაური ვარ, 1967- წელს ბათუმის საზღვაო სასწავლებელი  დავამთავრე  და მას შემდეგ ვემსახურები ამ საქმეს. 1997- წელს პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ  მუშაობა გავაგრძელე ბათუმის სახელმწიფო – საზღვაო აკადემიაში, უფროსის პირველ მოადგილედ, სასწავლო დარგში ”,გვითხრა დიასამიძემ.

ეს ის  წლებია, როდესაც მსოფლიოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ცვლილებები შეიტანა მის კონვენციაში: ”მეზღავურების მომზადების -დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ”.

ამ კონვენციის თანახამად, მოთხოვნები გაჩნდა,  რომ ყველა საზღვაო ქვეყანას შეექმნა საზღვაო -საწვრთნელი სასწავლებელი ცენტრები.

ამ მიზნით, საქართველოში  ჩამოვიდნენ  ზემოთ ხსნებეული ცენტრის წარმომადგენლები რომელთაც მისცეს  ინსტრუქციები -რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ კუთხით.  რათა  ქვეყანას შეძლებოდა 2000 -წლისთვის  მოხვედრილიყო ორგანიზაციის თეთრ სიაში.

რას ნიშნავს თეთრი სია ?, თუ ქვეყანა მოხვდებოდა ამ  სიაში, მაშინ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი  მთლიანად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო საზღვაო  ორგანიიზაციის კონვენციას და მისი დიპლომი და სერთიფიკატი აღიარებული იქნებოდა მთელს მსოფლიოში.

ორგანიზაციამ  მეორე  რეკომენდაცია 1998 -წელს გაიმეორა და ამის მიხედვით გაჩნდა  ვალდებულება შექმნილიყო  საზღვაო- სასწავლო სერტიფიცირების ცენტრი მოქმედი მეზღვაურებისთვის. საწვრთნელი ცენტრი  ეს იყო  კვლავ დავალება და რეკომენდაცია  ქვეყნისთვის.

 ” და მე  დამავალეს  ამ ცენტრის შექმნა . 2000- წლისათვის მე უკვე დავაფუძნე საზღვაო- საწვრთნელი ცენტრი. რომელშიც მონაწილეობას  ღებულობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები; მათ შორის ყოფილი საქართველოს საზღვაო სანაოსნო ორგანიზაცია  და მე დამნიშნეს გენერალურ დირექტორად. ჩვენ ვაწარმოებდით სერტიფიცირებას მოქმედი მეზღვაურების და სტუდნეტების.2000 -წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ჩათვალა რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და  მოხვდა თეთრ სიაში და ჩვენი გაცემული დიპლომები და სერტიფიკატები უკვე საერთაშორისოა  და ფაქტიურად ყველა ქვეყანაში შეუძლიათ იმუშაონ საზღვაო კომპანიებში,” აღნიშნავს კაპიტანი დიასმიძე.

 სანამ კაპიტანი გახდებოდა ჯერ  მატროსი იყო პირველი, მორე და შორეული ნაოსნობის კაპიტანის წოდება კი  1987-წელს  მიიღო.

როგორც კაპიტანმა , დიასამიძემ გვითხრა, ის კაპიტალისტობას ვერ დაიბარალებს,  მაგრამ მისი  საქმე ძალიან უყვარს  და სურს რომ  პროფესიონალები გაზარდოს და მისი გამოცდილება გაუზიაროს და გადასცეს ახალ თაობას.

სასწავლებელში  14 შორეული ნაოსნობის კაპიტანი  მუშაობს, 9  შორეული ნაოსნობის,უფროსი მექანიკოსი. ასევე 100 – მეტი ყოფილი მეზღვაური.  9 წლის განმავლობაში სასწავლებელი  2000 -ზე  მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.აქედან ნახევრზე მეტი საზღვაო  საქმეს ემსახურება.

”ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ მათ გამოკითხვას  ვეხმიანებით და ვგებულობთ სად არიან და  რა  შვებიან.  კურსდამთავრებულთა 85%- ზე მეტი  სხვადასხვა  ქვეყნების ფლოტებში მსახურობენ :თურქეთში, წყნარი ოკეანის, ევროპის ქვეყნებში და სხვა . ჩვენ გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება პრიბალტიკის ქვეყნებათან.  სწვალის გარდა ჩართული არიან პრაქტიკულ საქმიანობაში . აქედან ერთი კომპანია თვითონ ასაქმებს თავის გემებზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ  მათ სწავლა -დასაქმებსაც . რაც  აკმაყოფილებს მთლიანად კონვენციას”.

ხოლო  კითხვაზე თავად კაპიტანმა რატომ აირჩია ეს პროფესია, გვიმხელს რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის რომ საბჭოთა საქართველოში მოგზაურობა მოგეხსნებათ არც თუ ისე იოლი იყო.

მათ შორის იგი ძალიან გულწრფელად გვიხსნის რომ მაღალი ანაზღაურებაც მიმზიდველი გახლდათ. ხოლო სიყვარულზე საერთოდ არ საუბრობს იმ მიზეზით რომ ზღვა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.

მისი თქმით, მეზღვაურობა ეს ის პროფესიაა სადაც განათლებაში გაცილებით ნაკლები თანხა იდება ვიდრე მოგებას ნახულობენ მოგვიანებით. გამომდინარე იმ ფაქტორიდან რომ მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მთელს  მსოფლიოში.

ამბობს, რომ სასწავლებლის ფასები იზიდავს ასევე უცხოელებსაც. თუმცა აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ბევრი არყავთ. ვინაიდან სავიზო პროცედურა მათთვის გართულებულია.

კაპიტანი  გვეუბნება, რომ ზღვასთან  თამაში არ შეიძლება  და ზღვას  თქვენობით უნდა ელაპარკო და არა შენობით . იმედოვნებს რომ ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ზღვას და იქვე დასძენს, რომ  იგი აუცილებლად გახსნის სასწავლებლის ფილიალს აფხაზეთშიც.

და ბოლოს კაპიტანი მზადა, ქართველ სტუდენტებთან ერთად  თავისი გამცდილება გაუზიაროს და გაზარდოს აფხაზი სტუდენტებიც.

წელს სასწავლებელმა ახალი სტანდარტებით გაიარა აკრედიტიზაცია.

„ შევიძინეთ ახალი ტრენაჟორი მეზღვაურების გადამზადებისთვის  კომპანია კოლუმბის დახმარებით 147-ათას დოლარად.  ფაქტიურად 24 საათიან მონიტორინგის  რეჟიმში  ვართ „- აღნიშნავს კაპიტანი.

წელს  ბათუმის საზღვაო ცენტრის, „ანრიშიდაახლოებით 200 სტუდენტი ჩაირიცხა.  

შეკითხვაზე თუ როგორ შეძლო ეს ყველაფერი პასუხობს, რომ  ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა შეაძლებინა, ამბობს , რომ ბედნიერია  იმით , რომ  თუნდაც ათი ბავშვი მოაშოროს ყოველ წელს ქუჩას.

გარდა იმისა, რომ თავად  ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი აღნიშნავს , რომ    დღეის მდგომარეობით მის  ოჯახში ოთხი მეცნიერ მუშაკია. რადგან წელს მისმა რძალმაც დაიცვა დისერტაცია ეკონომიკური საკითხები- საზღვაო საქმეში.

„ჩემი ხელით შევქმენი ყველაფერი სახელმწიფო არაფერში დამხმარებია, ერთი მეზღვაური დაახლოებით ორ ოჯახს ინახავს“,-გვიხსნის კაპიტანი.

ყოველწლიურად ცენტრში 1000 მეტი მეზღვაური გადის მომზადება/გადამზადების სერტიფიცირებულ პროგრამას.

“შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი” მოიცავს:

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტს,

საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს დაკარიერის ცენტრს.

შპს “ბუსსს ანრი” სერტიფიცირებულია საერთაშორისოხარისხის სისტემის ISO 9001:2008 შესაბამისად

და ფლობს სათანადოსერტიფიკატებს. გვაქვს IQNet-ის სერტიფიკატი.

შპს “სსც ანრი” IASST-სა და Global MET-ის ნამდვილი წევრია.შპს “სსც ანრი”მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულკომპანიებთან: Columbia Shipmanagement, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troyshipping, Cata Shipping, Euromarine, CK Shipping, Trans Pacific Group, Sea Pal, Steep Shipping და სხვა.  აღნიშნული კრუინგული კომპანიისმეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ცენტრში.

სასწავლების მიმსართები ქ.ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის პრ, # -11-14 ვებსაიტის მისმართი: http://www.mtc-anri.edu.ge/index.php/geo/main

 

რუსა გვაზავა

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close