POSTS დაიჯესტი

,,ამ ლუქით ჰეტერო ძველი ბიჭები ათრია დღეს”…

დღეს თბილის ზღვაზე, ლგბტ ახალგაზრდამ გოგონა ძალადობისგან იხსნა, მოძალადეზე რეაგირება დანახვისთანახე მოახდინა, როდესაც შეიძლებოდა სიტუაცია მეტად გამწვავებულიყო, მისივე იმიჯიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა მისვლისთანავე მოახდინეს რეაგირება, და გოგონა მოძალადისგან იხსნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას Tbilisi Pride-ის დირექტორი გიორგი თაბაგარი ავრცელებს. ,,ამ ლუქით ჰეტერო ძველი ბიჭები ათრია დღეს ❤️ because, why not 🥲 ისე კი საკმაოდ უსიამოვნო ამბავში გავეხვიეთ თბილისის ზღვაზე.

ჩვენთან მდგომ უცნობ გოგოს, შეყვარებული მოუვარდა მანქანით, უყვიროდა, ძალადობდა და მიათრევდა მანქანაში. თან ახლდა კიდევ რამდენიმე მუტრუკი მეგობარი. ეს ბიჭი არაფხიზელ მდგომარეობაში, საშიში სიჩქარით მართავდა მანქანას ერთზოლიან სივრცეში, სადაც ხალხი სეირნობს..

მოკლედ, გოგოს გამოვესარჩლეთ, მერე პოლიციაც გამოვიძახეთ და ამ პროცესში როგორღაც ხელჩართულ ჩხუბშიც აღმოვჩნდით. საბედნიეროდ ცივი იარაღის გარეშე. უსიამოვნო შემთხვევა კი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალადობებზე რაღაც რეაქცია ყოველთვის უნდა გვქონდეს. მინიმუმ მსხვერპლს ვკითხოთ ჭირდება თუ არა დახმარება. ასევე, მთელ ამ ისტორიას რამდენიმე გმირი ჰყავდა და ყველა მათგანით ვამაყობ! ქვიარ სოლიდარობის მაგალითი იყო ჩემთვის ✊”- წერს გიორგი თაბაგარი.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close