News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი ბესო ზანგურს მხარდაჭერას უცხადებს – ნახეთ რას წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელშ

ცნობილი ადვოკატი, პაატა შავაძე მსახიობ  ბესო ზანგურს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელშ წერს:

“ჩემი საჯარო მხარდაჭერა ჩემს მეგობარსა და საუკეთესო პიროვნებას-ბესო ზანგურს! ვგმობთ და ვემიჯნებით რა თქმა უნდა ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ამავდროულად, ვერც მე და ვერც ბესო, ვერ ვეგუებით ვერასოდეს უსამართლობას! ბესო მოცემულ შემთხვევაში მართალი კაცია და სადაც სიმართლეა, მე მუდამ იქ ვდგევარ! უფლებადამცველი ვარ და სადაც ვხედავ რომ ვინმე დაუსაბუთებელი ბულინგის სამსხვერპლოზეა, რა თქმა უნდა აუტანელია ჩემთვის ეს! 11 წლის შემდეგ არ უნდა გახსენდებოდეს ძალადობის ფაქტი და ამ დროში არ უნდა აჩვენებდე საზოგადოებას თავს, როგორც განტევების ვაცი! უტოპიაში ხართ გადასული უკვე ქალბატონო!დარწმუნებული ვარ ადვოკატს არ გასაუბრებიხართ , როდესაც ამოდენა ტვირთის ზიდვა გადაწყვიტეთ, და თუკი გაესაუბრეთ და მისგან ისეთი რჩევა მიიღეთ, როგორც იმოქმედეთ, დარწმუნებით გეტყვით, რომ სამართლებრივად, უპირობო, გარდაუვალი კრახი გაქვთ თქვენც და თქვენს მოადვოკატო შარლატანსაც! მორალს რაც შეეხება, ვერც ამ კუთხით მოგიწონეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან ამაოთა ახირება, საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანს , ვერც მორალურად ვერ დააკნინებს!ასეა ეს და არ უნდა ამას ახლა ბევრი კამათი.. ისე, ბესოს ადგილას რომ ვიყო, ცრუ დასმენაშიც გამხელდით და მანამ არ მოვისვენებდი, სანამ სამაგალითოდ, უმკაცრესად არ დავასჯევინებდი თქვენს თავს.. ეს უნდა მეთქვა, აი, ეს არის სიმართლე, აი, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, ვისაც უყვარს სიმართლე! პოპულარობა გინდა შენ! თან იაფად, ჩემი მეგობრის განქიქების ხარჯზე მოპოვებული პოპულარობა, რასაც ვერ მოგართმევთ! წერტილი!”,- წერს პაატა შავაძე.

 

შეგახსენებთ,  ბესო ზანგურის ყოფილმა მეუღლემ- ნინუცა მაყაშვილმა   ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემაში “ფარული კონვერტი”  ის   ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close