კატეგორიის გარეშე

“სასამართლო, რომელსაც ვეღარ ვენდობით”- ცნობილი ადვოკატის სამიზნე კვლავ დედაქალაქის სასამართლოა

სასამართლო, რომელსაც ვეღარ ვენდობით…. ცნობილი ადვოკატის სამიზნე კვლავ დედაქალაქის სასამართლოა.. ნახეთ როგორ გახვია კრიტიკის ქარ-ცეცხლში პაატა შავაძემ საქალაქო სასამართლო.. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია. მისდამი დაბალი ნდობის მაჩვენებელს კი სხვადასხვა მიზეზი და კომპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის: პროკურატურის საგრძნობი გავლენა, მიკერძოებული გარემო, მოსამართლეთა გარკვეული გავლენიანი ჯგუფების კონტროლი, შესაძლო კორუფცია და სხვა. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, რომლის შედეგებიც არც თუ დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა, ამ სასამართლოს მიმართ ნდობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა… დიახ, ეს არის სასამართლო რომელიც ვერ უბამს მხარს თანამედროვე მართლმსაჯულების სტანდარტებს! მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სამუშაო გარემო, განვითარების უმდაბლესი დონე და კომუნიკაციის წესების არსებითი უგულვებელყოფა… სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, ალბათ უალტერნატივოდ გამორჩეულია თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც პრაქტიკულად უგულვებელყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი და ცალკეული პალატების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. ხსენებულ სასამართლოში, ცალკეულ მოსამართლეთა მხრიდან მკვიდრდება გაუგონარი პრაქტიკა, რომელიც აშკარად უგულვებელჰყოფს პირველ ყოვლისა კანონმდებლობის მოთხოვნებს, შემდგომ კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, ხშირ შემთხვევაში იგნორირდება სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მეტიც, ხსენებულ სასამართლოში ცალსახად და უხეშად ირღვევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა შეფარდებისას და აღკვეთის ღონისძიებები სასჯელის მიზნობრიობით გამოიყენება. ხსენებულ სასამართლოში პრაქტიკულად მოშლილია შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინა. გამორჩეულად არაკომუნიკაბელური საჯარო მოხელეების სიმრავლემ ხსენებულ სასამართლოს უკულტურობისა და განუვითარებლობის იმიჯი და ელფერი შესძინა. მოქალაქეები ხშირად ამხელენ მოსამართლეთა თანაშემწეებს, ცალკეულ მოხელეებს უხამს მიმართვებში, კორპორატიულ მობილიურ სატელეფონო ნომრებზე სისტემატურ უპასუხობასა და გასაუბრების სურვილის არ ქონაში. უკიდეგანოდ და საპროცესო ნორმათა უხეში უგულვებელყოფით, ხშირ შემთხხვევაში მიკერძოებითა და ქვენა გრძნობებითა და ანგარებით ხდება წინასამართლო სხდომების გადადება და გაჭიანურება, რითაც მიგვაჩნია, რომ არსებითად ირღვევა ბრალდებულის გარანტირებული უფლება სამართლიანი სასამართლო განხილვისა. მაშინ როდესაც კოლოსალური თანხები მოხმარდა ხსენებული სასამართლოს სარემონტო ხარჯებს, მიმდინარე წელს, მაინც მოუწესრიგებელია შენობაში საქმის გაცნობის სპეციალური ოთახი. გარდა იმისა, რომ იქ, არ არსებობს გამართულ მდგომარეობაში შესაბამისი აღჭურვილობა! ნაცვლად იმისა, რომ სარემონტო ხარჯები სასამართლოს ძირითადი ფუნქციის განხორციელების არსებით გაუმჯობესებას მოხმარებოდა, ნიშანდობლივია, რომ შერემონტდა და კეთილმოეწყო სასამართლოს თავმჯდომარის და ცალკეულ მოსამართლეთა სამუშაო გარემო. (აღიჭურვა ისინი ფუფუნების საგნებით) ცალკეული მოსამართლეები, სხდომებზე, აშკარად და ღიად ავლენენ მათ ცალმხრივობას, არაობიექტურობას, ხშირ შემთხვევაში ცოდნის დაბალ დონესა და დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაში გაურკვევლობას, უგულვებელყოფასა და საქმეში ჩაუხედაობას. სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ცალკეულ მოსამართლებს მარტივად შეიძლება შევნიშოთ პროკურატურისადმი მაამებლური დამოკიდებულება და დაცვის მხარის აშკარა და კანონსაწინაღმდეგო უგულვებელყოფა-იგნორირება, მათდამი ცინიკური დამოკიდებულების გზით. სისხლის სამართლის საქმეების განხილვას ცალკეულ შემთხვევებში აწარმოებენ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ცალკეული მოსამართლეები, რომლებსაც არ აქვთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა სამართლის ამ დარგში. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები ხშირად,ხელმძღვანელობის მკაცრ კონტროლ ქვეშ, ორკესტირებულად და შეთანხმებით ღებულობენ უკანონო გადაწყვეტილებებს, რაც თვალშისაცემია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close