News დაიჯესტი

“მაქსიმალურად ვეცდები, ხობელების წინაშე მდგარი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიური კოორდინაციით”- ირაკლი ხახუბია

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს ხობში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგლებს შეხვდა.

“დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შევხვდი.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.

კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, პანდემიის პერიოდში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის.

ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად ვეცდები, ხობელების წინაშე მდგარი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიური კოორდინაციით”,_ განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close