News დაიჯესტი
ცნობილი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამრთლოს მუშაობას უარყოფითად აფასებს – ნახეთ, რას წერს სოცილურ ქსელში პაატა შავაძე
- ნახვები2280
- ლაიქები0
ცნობილი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამრთლოს მუშაობას უარყოფითად აფასებს.
აი,რას წერს სოცილურ ქსელში პაატა შავაძე:
“ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით მაგალითის მიმცემი იყოს, დღეს დღეობით ყველაზე უსამართლო, ყველაზე არაობიექტურ სასამართლოდ ითვლება თბილისის საქალაქო სასამართლო! განსაკუთრებით ,აღნიშვნის ღირსია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო და არსებითი განხილვის კოლეგია, დამყაყებული და მავნებლური , ადამიანის ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერი ინტერესების უხეში, ხშირ შემთხვვაში კი დანაშაულებრივად ხელმყოფი მიდგომებითა და ყოვლად არაადამინური, გაუგონარი და სამარცხვინო პრაქტიკით! კოლეგია გაივსო თავხედი და პროცესის მონაწილე მხარეთა მიმართ კომუნიკაციის ელემენტარული წესების არ მცოდნე, ყოვლად გამოუცდელი , არაპროფესიონალი, სახელისუფლო დავალება-დაკვეთების მონურად შემსრულებელი , დედიკო-მამიკოებისა თუ გავლენიანი ძმაკაცების ხელდასმული “ტოებით”, მანტიებში გამოპრანჭული მაჩოებითა თუ სვეტუნიებით, უხეში მდივნებითა თუ თანაშემწეებით- ქართული მართლმსაჯულების ოდიოზური სახეებით, რომელთაც ” ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად”.. ჰგონით, რომ ეს ქვეყანა მათია და ვიღაცამ აჩუქათ.. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელ საქართველოში, ამოდენა შენობაში მიმდინარეობს ქართული სამართლებრივი აზროვნების სრული მარგინალიზაცია! ამ კედლებში მიღებული გადაწყვეტილებების, განაჩენებისა თუ განჩინებების 95% პოლიტიკურად მოტივირებულია! დასანანია.. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.. ვრყვნით მართლმსაჯულებას ,კოლეგებო!”.