კატეგორიის გარეშე
“ჭკუა მანტიაში არ არის” -ცნობილი ადვოკატი მოსამართლე დავით მამისეიშვილის შესახებ
- ნახვები2900
- ლაიქები0
პაატა შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიღვაწეობას დადებით შეფასებას აძლევს:
მადლობა რომ არსებობთ თქვენ! ასეთ შეფასებას რომ მოგცემენ, ამას დამსახურება სჭირდება! თქვენ იცით სისხლის სამართლის პროცესიც და ძვირფასია თქვენთვის სამართლებრივი მტკიცების მაღალი სტანდარტი! რა დონის ” ტუგადუნი” უნდა იყო მოსამართლე, რომელიც გაბედავს და თქვენს მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენს შეცვლის? ეს ერთხელ გაბედა ნინო გვენეტაძემ და მიბრძანდა სახლში! ასე მოელის ყველა უსამართლო და თავგზააბნეულ ყადს, რომლისთვისაც უფროსების გულის მოგებაა უმთავრესი და არა გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სტანდარტი! ყველა კარგ საქმეში, გარწმუნებთ, ყველანი დაგიდგებით გვერდით! დაასაბუთეთ ისე, როგორც ბატონი დავითი ასაბუთებს და შემდეგ იყურეთ ” მუსკულებზე”!! ნუ ასამარებთ სამართალს! ნუ აფურთხებთ საზოგადოებას სულში, თორემ ვერ გადაურჩებით ხალხის რისხვას იცოდეთ! თქვენი არ არის მართლმსაჯულება და არც ადამიანის ბედ-იღბალია თქვენი საბურთალო მოედანი!! ჭკუით იყავით ყველანი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღეთ! იყოს თუნდაც გამამტყუნებელი, ოღონდ იყოს ის დასაბუთებელი და არგუმენტირებული!! დაგვარწმუნეთ რომ ეს მტკიცებულებათა სიღრმისეული ანალიზის შედეგია და არა მონური მორჩილების ნაყოფი!! არ დაგინდობთ იცოდეთ! მანტიაში არ არის ჭკუა, ჭკუა ცოდნაშია და ” ცოდნით მოიხმარების”!!