News დაიჯესტი

შავაძე სირაძეს: “ამდენის უფლება ვინ მოგცათ! ეს სასამართლოა, ფოთის პორტი კი არაა!!”

ადვოკატი პააატა შავაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შოთა სირაძეს სოციალურ ქაელში უპირისპირდება და წერს:

“სად გაგონილა! სად წაგიკითხავთ, რომელ კანონშია, რომელი ქვეყნის პრაქტიკაა.. მცირეწლოვანი ბავშვი სასამართლო პროცესის სხდომაზე დასვათ და ისედაც დათრგუნულს, კიდევ და კიდევ , უფრო და უფრო თრგუნავდეთ და სპობდეთ მორალურად! ნუთუ თქვენ , ასე დაეცით , რომ ბავშვის მდგომარეობაში ელემენტარულადაც ვერ შედიხართ! ასეთ ნონსესს სჩადიხართ სააპელაციო სასამართლოს ამოდენა სტაჟის მქონე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ტრენინგ გამოვლილი მოსამართლე იმ ფონზე როდესაც ბავშვთან მიმართებაში სუიციდალური მიდრეკილების თაობაზე ხსენდა! სოციალურმა მუშაკმაც კი მოგცათ შენიშვნა-როგორ, ბავშვი დარბაზში გიზითო? რომ რამე მოხდეს, პასუხს ვინ აგებს ჩემო შოთა! ვინ! რა დღეში ვართ! საით მიგვაქანებთ.. ეს არის სასამართლო და ეს არის კანონიერება? შვილების მამას და შვილიშვილების ბაბუას, აბა გეკადრებათ ასეთი საქციელი? ან მხარის წარმომადგენლის-რწუნებულის, რომელიც დარბაზში ყველა სხდომას დაესწრო, მისი მოწმის სახით დაკითხვა სად გაგონილა! ფსიქოლოგს და სოც მუშაკს, რომლებსაც საქმეშიც არ ჩაუხედავთ და ბავშვს ერთხელაც არ გასაუბრებიან, საქმეში მათი ჩართვა რამდენად მიზანშეწონილია! ჯერ ბავშვს დარბაზში აჯენ და მთელს ვაივაგლახს ასმენინებ დალოცვილო, მერე კი ვითომ სპეციალურად ადაპტირებულ ოთახში გაგყავს და იქ ეჩურჩულები! ამდენის უფლება ვინ მოგცათ! ეს სასამართლოა, ფოთის პორტი კი არაა!!


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close