News დაიჯესტი

“ეს ჩემი ტექსტია, ჩემს მიერ დაწერილი, რომელიც, მერიის ოფიციალური გვერდისთვის არ იყო გათვლილი, მაგრამ, შეცდომაც ადამიანური ფაქტორია”

“ეს ჩემი ტექსტია, ჩემს მიერ დაწერილი, რომელიც, მერიის ოფიციალური გვერდისთვის არ იყო გათვლილი, მაგრამ, შეცდომაც ადამიანური ფაქტორია”-ასე ეხმაურება ტექსტის ავტორი, თამუნა ვარდია სენაკის მერიის ოფიცილურ გვერდზე შეცდომით გავრცელებულ  ტექტს.

“ეს ჩემი ტექსტია, ჩემს მიერ დაწერილი, რომელიც, მერიის ოფიციალური გვერდისთვის არ იყო გათვლილი, მაგრამ, შეცდომაც ადამიანური ფაქტორია ალბათ. წაიშალა უცებ, მანამ, სანამ თქვენგან გავრცელდებოდა. სულ ეს იყო… ასე რომ, გთხოვთ, მერიის პიარჯგუფის საქმიანობასა და მუშაობის სტილზე ნუ განავრცობთ ამ შეცდომას. ჟურნალისტური წერის მანერა რომ ვერ გუობს სენტიმენტებსა და მხატვრულობას, ეს კარგად მომეხსენება, რადგან ჟურნალისტიკა ჩემი ძირეული პროფესიაა და ჟურნალისტური ჟანრების აგების საიდუმლოს ბატონ ნოდარ ტაბიძისგან ვეუფლებოდი თავის დროზე. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს სტრიქონები, რომლებმაც ასე გაგამხიარულათ, მე მომიტევეთ, რადგან მხოლოდ ჩემია და არანაირი კავშირი მერიის ოფიციალურ ფესიბუქ გვერდთან არ აქვს… და კიდევ ერთი, ყველაზე მეტად მტკივნეული, უსიყვარულობისა და ადამიანის იოლად გაწირვის ასე გავრცელებული ტენდენციაა, რომლის მსხვერპლი დღეს მე გავხდი. თოვლი კი…მაინც მეყვარება.”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close