News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი სასამართლო ხელისუფლებას აფრთხილებს – ნახეთ, რას წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში

ცნობილი ადვოკატი , პაატა შავაძე სასამართლო ხელისუფლებას აფრთხილებს და წერს:

“მოსამართლე უნდა მორჩილებდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონსა და სამართალს! ის გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს თავისი შინაგანი რწმენით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე!!
გაფრთხილდით!! არცერთ მოსამართლეს, რომლებიც ემონებით პერსონებს და ფეხ ქვეშ თელავთ ქართული მართლმსაჯულების ინტერესებს და ზიანს აყენებთ დემოკრატიული აღმშენებლობის შეუქცევად გზაზე მდგარი ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯსა და ავტორიტეტს, არ გექნებათ იოტისოდენა დანდობა!! მიწასთან გაგასწორებთ, მთელს ერსა და ბერს გავაცნობთ თქვენს რეალურ სახეს!! დადგა დრო მხილების!!
თქვენი არ არის სასამართლო და თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს თქვენს წარმოებაში არსებული საქმე, რომელზეც სამართლიან და ობიექტურ შედეგს ელიან ჯერ მხარეები და შემდეგ კი ქართული საზოგადოება!! გონს მოეგეთ!! კანონს ემონეთ და არა პერსონებს!!”,-წეს შავაძე სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close