News დაიჯესტი
“მიმიფურთხებია შენი სამართლისათვის, სპარტაკ”- ცნობილი ადვოკატი მოსამართლე პავლიაშვილს
- ნახვები3331
- ლაიქები0
“ცნობილი ადვოკატი მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს..”.მე შემიძლია დავამტკიცო, რომ შენ ხარ უკიდურესად არაკომპეტენტური, უკიდურესად გაუნათლებელი და უკიდურესად არაობიექტური და უსამართლო მოსამართლე! დავიწყოთ იქედან იქედან, რომ ხარ კლასიკური მონა “სუს”–ისა და პროკურატურის, დაკარგული გაქვს ადამიანობა, კაცობა, და ყველა იმ ფასსეულობაზე გათქმევინა აბელა სეთურმა უარი, რაც მართალი სამართლის გამჩენელს, მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს! მინდა გითხრა, რომ თითოეული შენი გადაწყვეტილება არის კრახი ქართული სახელმწიფოსა და სრული მარაზმი და სიმახიჯნე ქართული მართლმსაჯულებისა! უფრო მეტიც, თოთოეული შენი სიტყვა, ამოსული მონის ბაგედან, ამკვიდრებს არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს სამართლის ისტორიაში სრულ ქაოსსა და სამართლებრივ ნიჰილზმს! მეტი რა გითხრა, ყოველდღიურად ცოცხლად გმარხავს სეთური, ნამარხზე კი მხოლოდ პოლიტიკური “ნეხვი” იყრება….ნეხვი, რომლის ზიდვაც მოუწევს შენს შთამომავლობას…
მეგობრებო, ეს არის მოსამართლე, რომელსაც მარტო 2020 წელს განხილული აქვსდაცვის მხარის 350 –მდე საჩივარი და დასაშვებად მხოლოდ 2 მიიჩნია….ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია…ასეთ მონებზე დგას ქართული სახელმწიფო, ეს არის ჩვენი მართმლსაჯულების ნამდვილი სახე და ამათ უნდა გვასწავლონ ჭკუა….სწორედ ამათი დამსახურებაა გალანძღული და გათახსირების გზაზე მდგარი სასამართლო სისტემა და სწორედ ესენი არიან ხელს რომ უწყობენ ნდობის და პატივისცემის დაკარგვას საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულებისადმი!! ფურთხის ღირსი ხარ საქართველოვ, სადაც სპარტაკა პავლიაშვილები ქმნიან ქვეყანაში სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და ამათ იმედად რომ დატოვა ივანიშვილმა ხალხის ბედ–იღბალი….