News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტებს გმობს

ცნობილი ადვოკატი ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტებს გმობს: ” სასაცილო იცით რა არის? “გლოვოს” მოპედის მძღოლი , ჟურნალისტი, “ბათ წყალის” ხელოსანი და “ტრაილერის” თურქი, ღიპიანი “შოფერი”, რომ ადვოკატზე მაღლა დააყენა ამ ხელისუფლებამ და ადვოკატს, რომელსაც აქვს უამრავი საქმე, რომლის ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც არის დაძაბული და რთული, მას არ ეძლევა სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება 21 საათის შემდეგ და ამ დროს, ქუჩებში დარბიან მოპედები, რომლებსაც “პიცა” მიაქვთ განცხრომაში მყოფ ადამიანებთან, ხოლო ადვოკატს ნაბიჯი ვერ გადაგიდგამს, საკოორდინაციო შტაბთან შეუთანხმებლად.. ეს არის ადვოკატის პროფესიული დაკნინებისა და კორპუსთან ერთგვარი ანგარიშსწორების უალტერნატივო შემთხვევა სახელმწიფოში, რომელსაც თითქოს უყვარს ყველაფერი ევროპული, დგას “ნატოს” კართან, ამერიკას კვირაში ათჯერ შეახსენებს რომ პარტნიორი ქვეყანაა და ამ შეხსენების პარალელურად , არსებითად ხელყოფს დემოკრატიულ ფასეულობებს! მინდა გითხრათ რომ სტრასბურგში და ამერიკაში ხალხის ფულით გრიალი ვერ შესძენს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს და სახელმწიფოს, სადაც ყველაფერი კეთდება, რათა ადვოკატთა კორპუსმა დაკარგოს საზოგადოების თვალში დაფასება და ავტორიტეტი, ევროპული ოჯახის სრულფლებიანი წევრი, ვერასდროს გახდება!”,- წერს შავაძე სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close